გუშინ, ქუთაისში თეატრალური კვირეული გაიხსნა.
კვირეულის გახსნას საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია დაესწრნენ. თეატრალურ კვირეულის ფარგლებში ქუთაისი, თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა და მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრებს უმასპინძლებს. კვირეული მესიხშვილის თეატრმა სპექტაკლით “იქ, სადაც ჩემი სახლია” გახსნა. თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იყო მესხიშვილის თეატრის მუზეუმში დაცული ესკიზები, სასცენო კოსტიუმებისა და თეატრალური აფიშების გამოფენა.თეატრალურ კვირეულს საგანმანათლებლო დანიშნულებაც ექნება და მასზე დასასწრებად ძირითადად სტუდენტები და განათლების სფეროს წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული. თეატრალური კვირეული 23 აპრილს დაიხურება.