ინტერვიუ.
ქუთაისელი ნატალია ნუცუბიძე, რამდენიმე წელია საფრანგეთში ცხოვრობს შვილებთან ერთად.

ბავშობიდან მუსიკისა და სიმღერის სიყვარულმა, ის ფრანგულ სცენაზე აიყვანა და იქაური მსნელის გული დაიპყრო. ნატალიას სამომავლოდ მნიშვნელოვანი გეგმები აქვს. თუმცა მანამდე გავიგოთ, როგორია მისი ცხოვრება. ინტერვიუ სოციალური ქსელის მეშვეობით განხორციელდა.

– ნატალია, როდის აღმოაჩინეთ თქვენში მუსიკა?

-მუსიკოსების ოჯახიდან გახლავართ და ასე დაზუსტებით რომ გითხრათ როდის აღმოვაჩინე მუსიკა ჩემში ეს რთული იქნება , 3 წლის ასაკიდან უკვე დიდ სცენაზე ვიდექი და ვასრულებდი ურთულეს სიმღერებს.

რა არის თქვენი ცხოვრების გზის მნიშვბელოვანი ფაქტები.

– ჩემი ცხოვრება?!…შეიძლება ერთი დიდი წიგნი დაიწეროს.ურთულესი ცხოვრება მქონდა,საფრანგეთში ჩამოსვლამდეც და დღესაც, მაგრამ იმით ვინუგეშებ თავს, რომ სხვას შეიძლება ჩემზე მეტად რთული ცხოვრება აქვს, ბევრჯერ დამიწყია არაფრიდან და ავსულვარ მწვერვალამდე, ეხლაც ერთ-ერთი მწვერვალის დაპყრობას ვცდილობ,კარიერა მაქვს მხედველობაში.

-როგორია პარიზული ცხოვრება, მისი სირთულეები და წარმატებებით.

– თავიდან არანაირი შეგრძნება არ გამაჩნდა იმისა, რომ მე საფრანგეთში ვცხოვრობ,ძალიან ბევრ სირთულეს გადავაწყდი.  დღეს კი ყველაფერი შეიცვალა და ჩემი ცხოვრება უკეთესობისაკენ მიდის, დილა იწყება აქტიურად.ბავშვები სკოლაში დედა კი ხმის ჩამწერ სტუდიაში. ასე მეორდება ყოველ დღე გარდა შაბათ-კვირისა, ამ დღეს ბავშვებთან ერთად ვატარებ და თუ ამინდი ხელს გვიწყობს გავდივართ ზღვაზე, ან რმელიმე ახლო ქალაქში მივდივართ და ვეცნობით ფრანგულ კულტურას, ვაგემოვნებთ ზღვის პროდუქტებს და მერე ისევ ორშაბათი,უამრავი აქტივობები ბავშვებისათვის, გადატვირთული დღის რეჟიმი, ჩაწერები და შეხვედრები.

რა ჟანრის სიმღრებს მღერით?

– მე ძირითადად ჯაზს ვმღერი, მაგრამ ჩემი პირველი კონცერტი მხოლოდ ქართულ      რომანსებს მოიცავდა,  სწორედ ქართული სიმღერებით შემიყვარა ფრანგმა მსმენელმა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები. როგორც მუსიკალურ, ასევე პირად ცხოვრებაში?

– მუსიკალურ სფეროში ბევრ სიახლეებს შემოგთავაზებთ, იგეგმება ჩემი სოლო კონცერტი, სადაც მხოლოდ edith piaf – ის სიმღერებს შევასრულებ.

პირად ცხოვრებაზე არ ვსაუბრობ,რადგან ემოციების გარეშე არ შემიძლია ამ თემას შევეხო.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *