ქუთაისში მონპლეზირის თაღთან დედაენის მოტივებზე მოხატული
კედლის პრეზენტაცია მოეწყო. სახელმწიფო ენის დღესტან დაკავშირებით, კედელი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზურაბ ჟვანიას ადმინისტრაციული სკოლის ორგანიზებით მოიხატა. ნამუშევარი მხატვრებს მარიამ ქებურიასა და თამარ წაკნაკიას ეკუთვნის. ნახატი კონკურსით – მოხატე ქალაქი დედაენით გამარჯვებული ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებისაგან შემდგარმა დროებითმა კომისიამ გამოავლინა.
“სიმბოლურია, რომ ესერეფაი, რომელიც აერთიანებს ქუთაისის 2 უძველეს, პირველ და მესამე სკოლას, რომელტა ისტორია გაიგივებულია ქართული კულტურისა, ლიტერატურის, ხელოვნებასთან მოიხატა სწორედ დედაენის თემაზე. ეს არის გამოხატულება იმისა, რომ დედა ენა ყვეფაერს აერთიანებს. გარდა იმისა, რომ არის ხალისიანი ფერები, არაჩვეულებრივად გამოხატავს დამოკიდებულებას, რომ სწავლა სინათლეა, დედაენა არის მედიატორი სამყაროსა და ადამიანს შორის. ამით ეს პროექტი შეირცა ჩვენს კონკურსში, როგორც საუკეთესო”,- განაცხადა თამთა თურმანიძემ.
14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება.1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.