ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა
და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი ოპერის მოყვარულებს “რიგოლეტოს” კიდევ ერთხელ შესთავაზებს. საოპერო სპექტაკლის შემადგენლობა ამჯერად განსხვავებული იქნება. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ: ევროპის საოპერო თეატრებში წარმატებით მოღვაწე ბარიტონი გოჩა აბულაძე (რიგოლეტო), თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი მარიკა მაჩიტიძე (ჯილდა), იტალიაში მოღვაწე ბანი აკაკი იოსელიანი (სპარაფუჩილე).
სპექტაკლში მოწვეულ საოპერო მომღერლებთან ერთად და ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები: ბადრი ადამია (მანტუას ჰერცოგი), ნინო ზაქაიძე (მადალენა), ინგა ფუტკარაძე (ჯოვანა), ბაკურ კვირიკაშვილი (გრაფი მონტერონე), ემილ ჩარგაზია (მარულო), იაგო ბუხრიკიძე (ბორსა), გიორგი ხაჭაპურიძე (გრაფი ჩეპრანო), ფერიდე ჯინჯიხაძე (გრაფინია ჩეპრანო), მარიეტა მაჩალაძე (პაჟი),ბელა მაჭავარიანი (მასხარა) მიიღებენ მონაწილეობას. დამდგმელი დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი
“რიგოლეტოს” პრემიერა გასულ წელს 27 დეკემბერს გაიმართა. სპექტაკლის დადგმა განხორციელდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
“რიგოლეტო” ქუთაისის ოპერის თეატრში 13 აპრილს, 18 საათზე დაიწყება.