ქუთაისის მერიამ “ორმაისობის” ორგანიზებისათვის
ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში იმ ღონისძიბების შესახებაა საუბარი, რომელთა გამართვაც ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს.
ღონისძიებების სავარაუდო ჩამონათვალი ასეთია:
ღია ცის ქვეშ გამოფენების (ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა, წიგნების გამოფენა და ა.შ.)
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის ჩაცმის სტილის შესაბამისად ჩაცმული მსახიობების (10 პირი) მოწვევა.
პანტომიმის მსახიობები ცენტრალურ ბაღში. მსახიობები უნდა იყვნენ სხვადასხვა კოსტიუმში. კერძოდ: 1 ჩარლი ჩაპლინი, 2 მიმის კოსტიუმით, 2 ქანდაკების კოსტიუმით, 1 რობოტის კოსტიუმით.
საბავშვო წარმოდგენები ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, საბავშვო ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში 14:00-დან 17:00 სთ-მდე.
კოსტუმირებული მსვლელობა-კარნავალი ორკესტრის თანხლებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, 2 საათის განმავლობაში. აუცილებელი მცირე შესვენებების გათვალისწინებით.
თოჯინური წარმოდგენა თეჯირზე, ღია ცის ქვეშ, საბავშვო ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში 15:00-დან 16:00 სთ-მდე.
ნიღბებით შემოსილი პერსონაჟების მომსახურება ღია ცის ქვეშ რეაბილიტირებულ უბანში 16:00 სთ- 17:00 სთ-მდე (სულ 8 მსახიობი).
წიგნების გამოფენა – 45 წლიდან 60 წლამდე ასაკის, ბესტსელერების ავტორის, პოპულარული ქართველი მწერლის მოწვევა, შემეცნებითი ლექციის ჩასატარებლად,
მსახიობებმა უნდა განასახიერონ განასახიერებენ აკაკი წერეთელი და პირველი ქართველი კინემატოგრაფისტი ვასილ ამაშუკელი,
მომღერალ მამაკაცთა კვარტეტის მოწვევა, რომელთა ასაკი იქნება 25 წლიდან 35 წლამდე და რომელთა რეპერტუარში იქნება ქუათაისისთვის დამახასიათებელი ქალაქური ფოლკლორი. მათ მიერ შესასრულებელი უნდა იყოს 4 სიმღერა,
მომღერალთა ტრიოს მოწვევა, 2 ქალისა და 1 მამაკაცის შემადგენლობით, რომელთა რეპერტუარში იქნება ქუთაისისთვის დამახასიათებელი ქალაქური ფოლკლორი, შესრულებული გიტარის თანხლებით. მათ მიერ შესასრულებელი უნდა იყოს 3 სიმღერა.
ელექტრონული მუსიკია 2 და 3 მაისს,
იგეგმება დეკორაციების მოწყობა: თივის ოთხკუთხედი ბრიკეტებით, ხის ვიწრო ძელებისაგან შედგენილი დეკორატიული მესერებით, ხის პირამიდის მსგავსი კონსტრუქციით, პალეტებით , ტილოს ფაქტურის მქონე ქსოვილით, , ეთნიკური ორნამენტიანი დეკორატიული ქსოვილით, შიფონის მყარი ქსოვილით , ხის დეკორატიული შირმით,
3 მაისი – ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში კინოჩვენები,
3 მაისი – მუსიკალური ორკესტრის კონცერტი. პროფესიული მუსიკალური ორკესტრი უნდა იყოს მინიმუმ 15 მუსიკოსისა და მინიმუმ 5 ვოკალისტის შემადგენლობით. დირიჟორის, ხმის რეჟისორისა და ხმის ოპერატორის მომსახურებით. ორკესტრს უნდა ჰქონდეს საქართველოს მასშტაბით მინიმუმ ორი კონცერტის ჩატარების გამოცდილება. ღონისძიების ხანგძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 90 წუთი.