ქუთაისის მერიამ “ორმაისობის” ორგანიზებისათვის
ტენდერი გამოაცხადა. ღონისძიებების ტრადიციულად ქალაქში სხვადასხვა ლოკაციებს მოიცავს. 20-მდე ღონისძიების გასამართავად 57 ათას 560 ლარია განკუთვნილი.
“მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს კონცერტის წამყვანების (1 ქალი – 20-დან 35 წლამდე და 2 მამაკაცი 25-დან 35 წლამდე, მინიმუმ ერთ წლიანი მსგავსი ღონისძიებების ან სატელევიზიო გადაცემის წაყვანის გამოცდილებით) მოძიება, დიზაინერის (უნდა ჰქონდეს მსგავს ღონისძიებებზე მინიმუმ ერთ წლიანი მუშაობის გამოცდილება) ბესტსელერების ავტორის, პოპულარული ქართველი მწერლის, მომღერალ მამაკაცთა კვარტეტის, 2 დიჯეისა და მუსიკალური ორკესტრის მოძიება.
სატენდერო წინადადებების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 4 აპრილს დამთავრდება.