ჭიათურაში კულტურული ობიექტების
რეაბილიტაციისათვის 311 ათას 178 ლარია განკუთვნილი. ამ თანხით იგეგმება N1 სამუსიკო სკოლის შიდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რომლისთვისაც 155 230 ლარია განკუთვნილი, N2 სამუსიკო სკოლის შიდა სარემონტო სამუშაოები კი 75 991 ლარი დაჯდება. აგრეთვე განხორციელდება კულტურის სახლის ფასადის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც ჭიათურის ბიუჯეტიდან 79 957 ლარი დაიხარჯება.
სულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ჭიათურაში 2 მილიონ 659 ათას 800 ლარი დაიხარჯება.