29 იანვარს, საფრანგეთში, ბორდოს

 

“ევროპის სახლში”, ქართული საღამო გაიმართა.  საღამოს მიზანი უცხოელი სტუმრებისათვის ქვეყნის კულტურის,ტრადიციების,ტურისტული, ეკონომიკური პოტენციალისა და სამზარეულოს გაცნობა იყო. გამოფენას  პარტნიორი ორგანიზაციების წევრები, მაღალი რანგის პირები, სტუდენტები და მოხალისეები დაესწრნენ.

აქცენტი გაკეთდა საქართველოს,როგორც უნიკალური დამწერლობის მქონე ქვეყნისა და მეღვინეობის აკვანის შესახებ.

“ძალიან მოხარულები ვართ,რომ წელს ბორდოს ევროპის სახლი ქართველ მოხალისეებსაც მასპინძლობს.საქართველომ ჩემი სახით მომავალი ტურისტი შეიძინა, “- განაცხადა ბორდოს ევროპის სახლის დირექტორმა გვენაელ ლამაღკმა.

საღამოზე ქართველი კალიგრამისტის, ალექსანდრე აქუარიუსის(მამუკაშვილის) უნიკალური კალიგრამები გამოიფინა, რომლებიც ქართული ანბანითაა შექმნილი. ალექსანდრეს ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში ინახება. მფლობელებს შორისაა რომის პაპი ფრანცისკე.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ  ქართული ღვინო და სამზარეულო დაეგემოვნებინათ.

“მიხარია,რომ ღვინის სამშობლოს შესახებ ვრცელი ინფორმაცია მივიღე და ულამაზეს საქართველოს უკეთ გავეცანი.ქართული დამწერლობა ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია,”- აღნიშნა მიშელ მარიონმა.

ქართული საღამო, ბორდოს ევროპის სახლის მოხალისეობრივი სერვისის პროგრამის, “ევროპის ახალგაზრდა ელჩების” ფარგლებში ქართველი მოხალისეების,  მაგდა ფურცხვანიძის, შაკო ჩხეიძისა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით განხორციელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *