7 იანვარს ქუთაისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა
“ალილო” გაიმართება. მასში მონაწილეობას ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი “ნაი-ნაი” მიიღებს.
საშობაო მსვლელობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელები შეუერთდებიან. მსვლელობისას შეგროვებული ნუგბარი გადაეცემათ წყალწითელას პანსიონის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს. მსვლელობა დაიწყება მერიის შენობიდან 12 საათზე.
იგეგმება ასევე საშობაო ბაზრობის გამართვაც.