წყალტუბოში საშობაო მსვლელობა დღეს,
5 იანვარს, გაიმართა. ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარმა მამა ლუკიანემ მგალობლებთან ერთად შობის ბრწყინვალე დღესასწაული მოსახლეობას მიულოცა.
მსვლელობას ნობათითა და ტკბილეულით მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, მაჟორიტარი დეპუტატი, თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ა(ა)იპ-ები, სასტუმროები, აბაზანები, სხვადასხვა ორგანიზაციები შეუერთდნენ.
შეგროვებული ტკბილეული და კვების პროდუქტები, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელებს, ინკლუზიური ცენტრისა და დღის ცენტრ ,,პეპელას” აღსაზრდელებს გადაეცემათ.
საშობაო მსვლელობა 12 საათზე მუნიციპალიტეტის მერიიდან დაიწყო.