“მაყურებლის აქტივობა ყოველ წელს იზრდება,”-
აღნიშნულის შესახებ ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა განაცხადა.
გოგოლაშვილის განმარტებით, 2017 წელს თეატრის წლიურმა მაყურებელმა გაყიდული ბილეთების რაოდენობის მიხედვით 25 000 შეადგინა.
“რეალურად, მაყურებელთა რაოდენობა გაცილებით მეტია. თუ გავითვალისწინებთ მოსაწვევებით შემოსულ ადამიანებსაც, მაშინ თეატრში სპექტაკლებს 50 000-იდან 70 000-მდე მაყურებელი დაესწრო,”-განაცხადა გოგოლაშვილმა.
თეატრის დირექტორის თქმით, მაყურებელთა მზარდი რაოდენობა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან, მისივე თქმით, მსგავსი პროცესი ბევრმა მოწინავე ქვეყანამაც გაიარა.