8 წლიანი ემიგრაციის შემდეგ,
ზურაბ რთველიაშვილი ქუთაისს “პოეზიის დიქტატურით” ესტუმრა.
პოეტმა და პერფომერმა “ინტელექტის” მიერ გამოცემული საკუთარი ლექსების კრებული ახალგაზრდულ ცენტრში შეკრებილ აუდიტორიას წარუდგინა.
“ქუთაისს შემთხვევით არ ვესტუმრე, ის ნებისმიერი ხელოვანისთვის კულტურული ცენტრია. მინდა, ჩემი ახალი და ძველი ლექსები საყვარელ მსმენელს მივუძღვნა,”-განაცხადა რთველიაშვილმა.
პოეტი და პერფომერი განმარტავს, რომ კრებულში შესული ლექსები ემიგრაციაში ყოფნის დროს დაიწერა. მისივე თქმით, ნამუშევრები ერთ თემად ერთიანდება-თუ რამდენად არის პოეზია დამოკიდებული ვერბალურ ნიშნებზე.
“პოეზიის დიქტატურის” ინგლისური ვერსია ლონდონში უკვე გამოიცა, გერმანული თარგმანი კი ბერლინში ახლო მომავალში გამოვა.
ზურაბ რთველიაშვილი შვედეთში 2009 წელს გაემგზავრა. პოეტი პერფორმანსებს ბერლინსა და ოსლოშიც ატარებს.