ქუთაისის მერიამ საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟისთვის

 

171 485 ლარი გამოყო. შესაბამისი ტენდერი მერიამ 6 ნოემბერს გამოაცხადა. სხვადასხვა მანათობელ ფიგურებთან ერთად, მერია საშობა ნაძვის ხის ნათურებსაც შეიძენს.

სატდენტერო დოკუმენტაციის მიხედვით,შესყიდვა მრავალწლიანია და ახალი დეკორაციები დამონტაჟდება ფალიაშვილის, თამარ მეფის, ბუხაიძის, გრიშაშვილის, წმნიდა ნინოს, რუსთაველის, პუშკნისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩებზე.

უფრო დეტალურად:

ფალიაშვილის ქუჩა – გარე გამოყენების LED ვარსკვლავთა სისტემის შესყიდვა- მონტაჟი (ქარხნული წარმოების დადასტურებული სერთიფიკატით – ე.წ. საქონლის პასპორტი); თანმდევი მომსახურება (ბაგირზე გაბმა და ქსელში დაერთება) სიგრძე და სიმაღლე -10X1 მეტრი

თამარ მეფის ქუჩა – ფალიაშვილის ქუჩა – გარე გამოყენების LED ვარსკვლავთა სისტემის შესყიდვა- მონტაჟი (ქარხნული წარმოების დადასტურებული სერთიფიკატით – ე.წ. საქონლის პასპორტი); თანმდევი მომსახურება (ბაგირზე გაბმა და ქსელში დაერთება) სიგრძე და სიმაღლე -10X1 მეტრი

ბუხაიძის ქუჩა – გარე გამოყენების LED ქუჩის საახალწლო სისტემის შესყიდვა-მონტაჟი (ქარხნული წარმოების დადასტურებული სერთიფიკატით – ე.წ. საქონლის პასპორტი); თანმდევი მომსახურება (ბაგირზე გაბმა და ქსელში დაერთება) სიგრძე და სიმაღლე -10X1 მეტრი

გრიშაშვილის ქუჩა-გარე გამოყენების LED ქუჩის საახალწლო კონსტრუქცია (ქარხნული წარმოების დამადასტურებული სერთიფიკატით – ე.წ. საქონლის პასპორტი); თანმდევი მომსახურება (ბაგირზე გაბმა და ქსელში დაერთება) სიგრძე და სიმაღლე – 8X1 მეტრი

წმინდა ნინოს ქუჩა-გარე განათების დეკორატიული LED კონსტრუქცია (ქარხნული წარმოების დამადასტურებული სერთიფიკატით – ე.წ. საქონლის პასპორტი); თანმდევი მომსახურება (ბაგირზე გაბმა და ქსელში დაერთება) სიგრძე და სიმაღლე – 5X1 მეტრი

რუსთაველის ქუჩაზე რუსთაველის ხიდიდან ,,ვისოლის” ბენზინგასამართ სადგურამდე-ქუჩის განათების დეკორატიური LED კონსტრუქცია (ქარხნული წარმოების დამადასტურებული სერთიფიკატით – ე.წ. საქონლის პასპორტი); თანმდევი მომსახურება (ბაგირზე გაბმა და ქსელში დაერთება) სიგრძე და სიმაღლე – 10X1 მეტრი

პუშკინის ქუჩა-გარე განათების დეკორატიული ბოძზე სამაგრი LED კონსუტუქცია (ქარხნული წარმოების დამადასტურებული სერთიფიკატით – ე.წ. საქონლის პასპორტი); თანმდევი მომსახურება (ბაგირზე გაბმა და ქსელში დაერთება) სიგანე და სიმაღლე – 0,5X1 მეტრი

ზ.გამასახურდიას ქუჩა სამტრედიის ხიდზე – გარე განათების დეკორატიული LED კონსტრუქცია (ქარხნული წარმოების დამადასტურებული სერთიფიკატით – ე.წ. საქონლის პასპორტი); თანმდევი მომსახურება (ბაგირზე გაბმა და ქსელში დაერთება) სიგრძე და სიმაღლე – 10X1 მეტრი

,,მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს ფასების ცხრილში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისში, ქუჩების საახალწლო მოწყობისათვის, 112 კომლექტი სხვადასხვა სახის საახალწლო მანათობლების შესყიდვა-მონტაჟი, ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.
სატენდერო წინადადებების მიღება 14 ნოემბერს დაიწყება და 17 ნოემბერს დასრულდება.

რამდენიმე დღის წინ მერიამ კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ძველი განათებების აღდგენა მონტაჟს ითვალისწინებს. ამისათვის კი 50 781 ლარია გამოყოფილი.

ორივე მონაცემების მიხედვით, ქუთაისში საახალწლო განწყობის დეკორაციებით შესაქმნელად 222 ათას 266 ლარი დაიხარჯება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *