ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს:

 

,,ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი”. კონკურსის მიზანია, ბიბლიოთეკის მკითხველთათვის შემოქმედებითი გარემოს შექმნა, ნიჭიერ ახალგაზრდა ავტორთა გამოვლენა, ლიტერატურული კომუნიკაციების გააქტიურება, ქუთაისის კულტურული ტრადიციების შენარჩუნება – განახლება.
კონკურსის თემატიკაა – შემოდგომა, გიორგობისთვე.
ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან თანამედროვე მწერლები, სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები, მკითხველები, პროფესიონალი ლიტერატორები. ჟიურის თავმჯდომარე იქნება წინა წლის გამარჯვებული. მონაწილეობა შეუძლია ყველა ასაკის ავტორს.

კონკურსანტმა უნდა წარადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი ორიგინალური და გამოუქვეყნებელი ერთი პოეტური ნაწარმოები (ლექსი, პოემა). ფორმატი შეზღუდული არ არის. ნაწარმოები აუცილებლად უნდა ასახავდეს შემოდგომის (ფოთოლი, გიორგობისთვე, ფოთოლცვენა და ა, შ.) თემატიკას.

გამარჯვებული გამოვლინდება 8 დეკემბერს. საუკეთესოდ მიჩნეული ნაწარმოების ავტორი დაჯილდოვდება დიპლომით, სპეციალური პრიზით და მიენიჭება “ჭადრის ოქროსფერი ფოთლის” ლაურეატის ტიტული. კონკურსის კიდევ 2 საუკეთესო მონაწილეს გადაეცემა დიპლომი და ფასიანი საჩუქრები. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს საუკეთესო პოეტური ნაწარმოებების პატარა წიგნად გამოცემას.

კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევარი უნდა გამოაგზავნონ 2017 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე, ელექტრონული ფორმით, სათაურით: ,,ლიტერატურული კონკურსი”.
მისამართი: ქუთაისი, ლილი ნუცუბიძის ქუჩა N1, ელ.ფოსტა:nargizchogovade@gmail.com cisia67@yahoo.com.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *