“ზასტაველობის” აღნიშვნა ქუთაისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში დღეს 17 საათზე დაიწყება.
დღესასწაულის აღნიშვნის ინიციატორი ქუთაისის საკრებულოს წევრი და უბნის მაჟორიტარი ნატო ქათამაძეა.
მაჟორიტარმა აგრეთვე დაანონსა, რომ ის “ზასტაველებს” მაჟორიტარობის კანდიდატებს თავად წარუდგენს. ” “ზასტაველობა-კარიბჭობის” სახალხო დღესასწაულზე გეპატიჟებით ყველას, განურჩევლად პარტიულობისა, ვისაც გიყვართ ჩვენი ქალაქი, ჩვენი უბანი “ზასტავა”. გავიხსენებთ ჩვენი უბნის დიდ ტრადიციას და როგორც 2015 წელს, დასახელდებიან საპატიო ზასტაველებიც, რომლებმაც თავიანთი განვლილი ცხოვრებით ნამდვილად ასახელეს ჩვენი ქალაქი, ჩვენი უბანი. ღონისძიების ფარგლებში მოხდება ჩემი, როგორც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ჩაბარება საზოგადოებასთან.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან “გამარჯვების” ოლქში ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ დასახელებული საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. აქვე განვმარტავ, მე ამჟამად კენჭს არ ვიყრი და ეს არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული ღონისძიება”, – აცხადებს ნატო ქათამაძე.
10 წლიანი პაუზის შემდეგ ქუთაისში “ზასტაველობა” პირველად 2015 წელს აღინიშა. შეგახსენებთ, რომ “ზასტაველობის” აღნიშვნის დაბრუნება მოსახლეობამ ითხოვა.