ქუთაისში “ზატაველობა-კარიბჭობა” აღნიშნეს.
ღონისძება ოპერისა და ბალეტის თეატრში 17 საათზე დაიწყო. “გამარჯვების” ოლქის მაჟორიტარმა ნატო ქათამაძემ საპატიო “ზასტაველების” დაჯილდოვებამდე მისი საქმიანობის პერიოდი შეაფასა. დღევანდელ ღონისძიებაზე მიწვეულები იყვენენ “გამარჯვების” ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატები, თუმცა ღონისძიებას მხოლოდ 1 კანდიდატი დაესწრო.
“თენგიზ ხვადაგიანიპარტია “თავისუფალი საქართველოსა” და “გაერთიანებული დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატი თენგიზ ხვადაგიანი იმყოფებოდა. სხვა კანდიდატები დარბაზში თუ იყვნენ არ ვიცი. არ მინახავს. ვისაუბრე ჩემს საქმიანობაზე და მინდოდა მოსულიყვნენ მაჟორიტარობის კანდიდატები, შემდეგ თავად გაეგრძლებინათ ეს ტრადიცია. არ ვიცი რატომ არ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა”, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.
რაც შეეხება 12 საპატიო “ზასტაველს”, 2017 წლის საპატიო “ზასტაველები” გახდნენ:
არქიტექტორი ანდრო მარჯანიშვილი
N 17-ე ბაგა ბაღის გამგე ცისანა კუბლაშვილი
რონალდ კვერნაძე
ექიმი მაგული ჩხობაძე
საზოგადოება “ბაღისკიდის” დამფუძნებელი ალეკო ბარბაქაძე,
იუმორისტი -ვაჟა ჭყონია
მუსიკოსი მურმან შათირიშვილი
პროფესორი ომარ გვეტაძე,
თენგიზ სიმსივე,
პროფესორი რობერტ გოლეთიანი
შოთა ოქროპილაშვი
ტყვიის მსროლელი- ნინო უჩაძე