ქუთაისში კლუბი “ლამპარი” 21 წლის ვანიკო ფუტკარაძის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო საღამოს უმასპინძლებს.
ღონისძიება 12 ოქტომბერს, 19:00 სთ-ზე გაიმართება და მასში მონაწილეობას რობი კუხიანიძე, ჩიჩო, ჯგუფები- “ანარეკლი” და “მუზეუმი”, დჯ ზაპა, დჯ ეკნორი და დჯ ორიმი მიიღებენ.
21 წლის ახალგაზრდას ავტოიმუნური მენინგოენცეფალიტის ვირუსი დაუდგინდა და ამჟამად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
საქველმოქმედო საღამოზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარს შეადგენს, რომლის შესაძენადაც მსურველებმა შემდეგ ნომრებზე უნდა დარეკონ-593 253 124; 579 986 986 ; 577 674 294. ასევე, ვანიკო ფუტკარაძის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ანგარიშზე- GE14TB7443036080100002.
ღონისძიების ორგანიზატორი საქველმოქმედო ორგანიზაცია “მომავლის ფონდია”, რომელიც საქართველოს მასშტაბით პროექტებს განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური კუთხით ახორციელებს.