ქუთაისელი მუსიკოსისა და მსახიობის ლელა ლომთაძის
ორი კომპოზიცია „Broken” და “Spies”ამერიკულ მოკლემეტრაჟიან ფილმში “Spies, Incorporated: Night at the Lorenzo”გაჟღერდება. ლელა ლომთაძე დღეს რადიო “ძველ ქალაქს” სტუმრობდა. კომპოზიციების შექმნისა და ფილმის შესახებ მან გადაცემაში “მთელი დღე” ისაუბრა.
ფილმის რეჟისორის ჯენე რობინსონისა და ლელა ლომთაძის ურთიერთობა სოციალურ ქსელში მეგობრობიდან დაიწყო და შემოქმედებით თანამშრომლობაში გადაიზარდა.
ფილმი დეტექტიური ჟანრისა და აგენტების ფათერაკიან თავგადასავალზე მოგვითხრობს.მისი პრემიერა ხვალ 30 სექტემბერს ტეხასის შტატში, ქალაქ დალასში შედგება.
სამწუხაროდ, საუნდტრეკის ავტორი პრემიერას ვერ დაესწრება, რადგან ვიზაზე საელჩომ უარი უთხრა. სამაგიეროდ, ქუთაისში ოქტომრის ბოლოს ბარ-რესტორან “პაოლოში” იგეგმება ფილმის პრეზენტაცია, სადაც ასევე მაყურებელი ცოცხლად მოისმენს ლელას მიერ შესრულებულ მუსიკას კინოფილმიდან.ლელამ ასევე ჩაწერა 3 წუთიანი ემოციური ვიდეო-რგოლი, რომლის მეშვეობით ამერიკელ ხალხს აცნობს ისეტ პატარა და დიდი ისტორიის ქვეყანას, სადაც დაიბადა და ცხოვრობს, რომ ის სულ სხვა “ჯორჯიაა”.
სიმღერების ტექსტის ავტორი რეჟისორი ჯენე რობინსონია და სტუდია „GEORGIA RECORD” -ში ჩაიწერა.