მესხიშვილის თეატრი თბილისში საერთაშორისო
ფესტივალზე “რევიზორს” წარადგენს. რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კოტე აბაშიძის თქმით, მთელი ოქტომბერი “გიორგობის თევა”, გასტროლებზე თეატრი სპექტაკლებს სიხარულიძის რეჟისორობით წარადგენს.
“2 ოქტომბერს თბილისში, საერთაშორისო ფესტივალზე, რუსთველის თეატრში, მესხიშვილის თეატრი გიორგი სიხარულიძის “რევიზორით” წარსდგება. ასევე მონაწილეობას მივიღებთ ახალციხეში, 14 ოქტომბერს, ქართული დრამატურგიის ფესტივალში. აქაც სიხარულიძის სპექტაკლს წარვადგენთ – “ბულბულის ნისკარტი””, – განაცხადა კოტე აბაშიძემ.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ გაიმართება გიორგი სიხარულიძის მესხიშვილის თეატრში მოღვაწეობის 11 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება. თუმცა, კონკრეტულად როდის, ჯერჯერობით უცნობია.