ქუთაისში, საერთაშორისო ფოტოკონკურსისთვის “ილო”
მზადება იწყება. კონკურსის ორგანიზებისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი SPA170013017 გამოაცხადა. ღირებულება 2 ათას 400 ლარია.
,,მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს ფასების ცხრილში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად საერთაშორისო ფოტოკონკურს ,,ილო”-ს დასკვნითი ღონისძიების ორგანიზება 2017 წლის 7 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზე TBC გალერიაში.
,,მიმწოდებელმა” გამოფენისთვის პასპარტუების დამზადება, საკონკურსო ფოტოებისა და მონაწილეთა სიგელების დაბეჭდვა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო გამარჯვებულთა პრიზები ,,შემსყიდველს” უნდა მიაწოდოს 2017 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა დამზადდეს ილოს გამოსახულებიანი ქანდაკება – სიმაღლე 10 სმ; მასალა – ტერაკოტა, მწვანე მარმარილოს სადგამი – 7 სმ X 7 სმ; ქანდაკების ესკიზები უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. ქანდაკებების მიწოდება 2017 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით ქ. ქუთაისის მერიაში.
ფოტოაპარატის მცირე ზომის ქანდაკება – სიმაღლე 10 სმ. მასალა – თითბერი მოოქროვილი, მწვანე მარმარილოს სადგამი – 7 სმ X 7 სმ; ქანდაკებების მიწოდება 2017 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით ქ. ქუთაისის მერიაში.
ფოტოაპარატის მცირე ზომის ქანდაკება – სიმაღლე 10 სმ. მასალა – დურალი, მწვანე მარმარილოს სადგამი – 7 სმ X 7 სმ; ქანდაკებების მიწოდება 2017 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით ქ. ქუთაისის მერიაში.
,,მიმწოდებელმა” უნდა დაბეჭდოს ჟიურის მიერ შერჩეული საკონკურსო ფოტოები მაღალი ხარისხით, არანაკლებ 200 გრამიან ცარცის ფოტოქაღალდზე, A4 ფორმატით და უნდა ჩასვას უკვე არსებულ, ,,შემსყიდველის” მიერ მიწოდებულ ჩარჩოებში; პასპარტუების და ჩარჩოების ნიმუშები უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. დაჩარჩოებული სურათების მიწოდება – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2017 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით.
მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დასკვნითი გამოფენისთვის მცირე პერფომანსის დადგმა პანტომიმის 2 მსახიობის მონაწილეობით. პერფომანსის შინაარსის შემსყიდველთან შეთანხმებით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ფოტოკონკურსის დასკვნითი გამოფენის გაფორმებისთვის სიმებიანი კვარტეტის მომსახურება; რეპერტუარი შემსყიდველთან შეთანხმებით.
ასევე უნდა მოეწყოს ალაფურშეტი.
სატენდერო წინადადებების მიღება 13 ოქტომბერს იწყება და 16 ოქტომბერს მთავრდება.