ქუთაისის მერია მარი ბერძენაძის

წიგნის “მე შენ ვარ” დასაბეჭდად ტენდერს SPA170010922 აცხადებს. 500 ცალი წიგნის დასაბეჭდად ათას 200 ლარია გამოყოფილი.

“მიმწოდებელი” ვალდებულია უზრუნველყოს მარი ბერძენაძის წიგნის “მე შენ ვარ”-ს ბეჭდვითი მომსახურება. წიგნის ბეჭდვისათვის საჭირო მასალების მიწოდება მოხდება “შემსყიდველი”-ს მიერ ელექტრონული სახით.
გამოცემულ წიგნს უნდა ჰქონდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ლოგო და წარწერა “გამოცემა დაფინანსებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ”; “გაყიდვა აკრძალულია”.

“მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს დაკაბადონება, სარკეზე ამოღება, 156 გვ. შავ-თეთრი ბეჭდვა 70 გრ-იან ჰოლდეინის ქაღალდზე. გარეკანის მომზადება და ფერადი ბეჭდვა 250 გრ-იან ცარცის ქაღალდზე, წიგნის ფორმების კეცვა, ძაფზე კინძვა და (02) ყდაში ჩასმა.

“მიმწოდებელი” ვალდებულია მარი ბერძენაძის წიგნის “მე შენ ვარ”-ს ბეჭდვითი მომსახურება განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. სატენდერო წინადადებების მიღება 14 აგვისტოს იწყება და 16 აგვისტოს მთავრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *