ქუთისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად,
დღეს დასისა და სამხატვრო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, სადაც წარდგენილი იყო სამი კანდიდატურა. მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის ამჟამინდელი დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი, ლ. მესხიშვილის თეატრის მსახიობი გიორგი შალამბერიძე და ამავე თეატრის მსახიობი ენდი ძიძავა. გიორგი სიხარულიძემ, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, კონკურსში კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ მოხსნა. როგორც რადიო “ძველ ქალაქთან” მესხიშვილის თარტის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა განაცხადა, სამხატვრო საბჭომ განიხილა კანდიდატების განაცხადები და პროგრამები. ჩატარებული კენჭისყრით კი ხმათა დიდი უმრავლესობთ ენდი ძიძავამ გაიმარჯვა.
“მომავალი სამხატვრო ხელმძღვანელი კულტურის მინისტრმა უნდა დაამტკიცოს, რისთვისაც გარკვეული პროცედურებია საჭირო, პასუხი კი სექტემბრის პირველი ნახევრისთვის იქნება”- აღნიშნა სულხან გოგოლაშვილმა.