იტალიაში, ქალაქ რიმინში საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.
ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალია პატარიძე განმარტავს, რომ ფესტივალის საქართველოს ჰიმნით გახსნის მიზანი, საქართველოსთვის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა იყო, რადგან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია.
ფესტივალი ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებმა გახსნეს.
რიმინის ფესტივალი 4-10 აგვისტოს ჩათვლით იმართება, რომელშიც 12 ქვეყანა მონაწილეობს.