“კინომ რეგულარული ფუნქციონირება
სექტემბერში უნდა დაიწყოს”,- ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქალაქის თვითმმართველობამ ამისათვის ყველაფერ გააკეთა.
“ჩვენი ინფორმაციით, კინომ რეგულარული ფუნქციონირება სექტემბერში უნდა დაიწყოს. ამისათვის ადგილობრვმა თვითმმართველობამ ყველაფერი გააკეთა. მათ შორის, სამი ოთარის ძეგლკის უკან სასტუმროს პროექტის გადატანა და ალეტრატიული ადგილის შეთავაზება. ფლამინგოს ადგილას პარკირება უნდა მოეწყოს და იციტ, ეს ხმაურიანი თემა იყო. აუცილებები თემა იყო, რომ ქალაქში კინო გაიხსნას. მე და ჩემი გუნდი არ მორიდებია თუნდაც კრიტიკული, არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმას თუ ეს ქალაქს სჭირდებოდა”,- განაცხადა შოთა მურღულიამ.