“ქუთაისი: გუშინ, დღეს, ხვალ” – ქუთაისის
მერია ფოტოალბომს დაბეჭდავს. 500 ცალი ფოტოალბომის დასაბეჭდად 5 ათას 500 ლარია გამოყოფილი. შესაბამისი ტენდერი SPA170010455 ქუთაისის მერიამ გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით:
“მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს ფოტოალბომის “ქუთაისი: გუშინ, დღეს, ხვალ” ბეჭდვითი მომსახურება.
ფოტოალბომში უნდა შევიდეს ფერადი ფოტოსურათები, რომელთა მიწოდება მოხდება “შემსყიდველი”-ს მიერ.
გამოცემულ წიგნს უნდა ჰქონდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ლოგო და წარწერა
“გამოცემა დაფინანსებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ”; “გაყიდვა აკრძალულია”.
“მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს ფოტოალბომის აკინძვა – თერმულად, შიგთავსის შეკერვით, დიზაინი, აწყობა და დაკაბადონება.
დიზაინის შეთანხმება უნდა მოხდეს “შემსყიდველთან”.
“მიმწოდებელი” ვალდებულია ფოტოალბომის “ქუთაისი: გუშინ, დღეს, ხვალ” ბეჭდვითი მომსახურება განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
სატენედრო წინადადებების მიღება
7 აგვისტოს იწყება და 9 აგვისტოს მთავრდება.