ქუთაისის ქუჩებში ელექტრონული
ბიბლიოთეკები განთავსდება. პროექტის “ქალაქი – ბიბლიოთეკა” ფარგლებში, ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დამზადებისა და ქალაქ ქუთაისის მასშტაბით განთავსებისათვის ტენდერი SPA170010452 გამოცხადდა. ბიბლიოთეკების მოსაწყობად 25 ათასი ლარია გამოყოფილი.
ბიბლიოთეკები განთავსდება შემდეგ მისამართებზე :
მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი
სკვერი ავტომშენებლის ქუჩაზე ყოფ. ავტოქარხნის კლუბის ჩრდილოეთით გზის მეორე მხარეს
ი.ჭავჭავაძის გამზ. N9ბ-N11-N13 კორპუსებს შორის სკვერი
სკვერი ნიკეას ქუჩაზე
სკვერი ახალგაზრდობის გამზ. N98 შენობის ჩრდილოეთით სპორტის სასახლესთან
“მიმწოდებელი” ვალდებულია უზრუნველყოს პროექტის “ქალაქი – ბიბლიოთეკა” ფარგლებში, ელექტრონული ბიბლიოთეკების 30 ცალი ქუჩის ორნამენტიანი სამაგრით და 10 ცალი სარეკრეაციო ზონის (დიდი) კონსტრუქციების დამზადება და ქალაქ ქუთაისის მაშტაბით განთავსება.
დასაპრინტი სტიკერის ესკიზი “მიმწოდებელს” გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.
კონსტრუქციები უნდა განთავსდეს მწერლების სახელობის ქუჩებზე, ხოლო დიდი კონსტრუქციები – ბაღებსა და სკვერებში. მისამართების ნუსხა იხილეთ მიმაგრებულ ფაილში, სახელწოდებით “მისამართების ნუსხა”.
ქუჩის მანიშნებლის კონსტრუქციის ფერი უნდა შეთანხმდეს “შემსყიდველთან”.
შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ადგილი “შემსყიდველი”-ს მიერ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ეცნობება “მიმწოდებელს”.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტი მიმაგრებულ ფაილში, სახელწოდებით “ხარჯთაღრიცხვები”.
“ქუთაისში საგანმანათლებლო-ლიტერატურული პროექტის “ქალაქი – ბიბლიოთეკის” ფარგლებში ქუთაისში არსებულ მწერლების სახელობის ქუჩებზე და რეკრეაციულ ადგილებში, სკვერებში, ბაღებში დამონტაჟდება ორიგინალური კონსტრუქციები – ელექტრონული QR ბიბლიოთეკებით, რომელზეც, ქუჩის მანიშნებელთან ერთად, განთავსდება ელექტრონული წიგნები და მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით ქალაქის მკვიდრნი და ვიზიტორები შესძლებს წიგნების უფასოდ, საჩუქრად ჩამოტვირთვას. პროექტით ხელი შეეწყობა ქართული ლიტერატურის ფართო პოპულარიზაციას და უფასო ელექტრონული წიგნების ხელმისაწვდომობის შექმნას ქალაქ ქუთაისის სხვადასხვა ადგილებში”- წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
სატენდერო წინადადებების მიღება 11 აგვისტოს იწყება და 14 აგვისტოს მთავრდება.