განახლებულ სეზონზე ქუთაისის ოპერის
თეატრი მაყურებელს ვერდის “რიგოლეტოს” შესთავაზებს. სპექტაკლზე მუშაობა დაწყებულია და მისი ჩვენება დეკემბერშია დაგეგმილი. ქუთაისის ოპერისა დაბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის თქმით, იგეგმება დირიჟორების მოწვევაც.
“გვაქვს დაგეგმილი ვერის რიგოლეტოს წარდგენა მაყურებლისთვის. ეს დეკემბერშია ჩაშვებული პროგრააში, დაწყებულია ამ სპექტაკლზე მუშაობა. გვაქვს აგრეთვე რაღაც-რაღაც პროექტები, რომლებსაც ჯერჯერობით ვერ გავახმოვანე, იმიტომ რომ ბოლომდე არ მაქვს დადასტურება იმ მომღერლებისგან, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს. როგორც წესი, ჩვენ ვცდილობთ, ისეთი პოდუცია გავაკეთოთ სადაც ჩვენს მსახიობებს დავაკავებთ და ეს სპექტაკლი იცოცხლებს. მოგეხსენებათ, ძალიან ძვირია ყოველთვის მოწვეული მომღერლებით გააკეთო სპექტაკლი. ალბათ ეს იქნება შერეულად.უფრო საინტერეოც არის. გვინდა დირიჟორების მოწვევაც . ეს ძალიან დიდ თანხდებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენი მეგობრული ურთიერთობებით ვახერხებთ, რომ გამოვაცოცხლოთ ჩვენი თეატრი. ჩვენი სამხტვრო ხელმძღვანელის ძალიან დიდი დახმარებით და შემქმდებითი პროცესით ყველნაირი ფინანსური რესურსი მიმართულია მხოლოდ შემოქმედბისათვის, როგორც წესია. ვფიქრობბ ეს ერთად ყოფნა ჩვენ ძალიან დიდ გამარჯვებებს მოგვიტანს”- განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ქუთაისის ოპერისა დაბალეტის თეატრის მთავარმა დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა.
მისვე თქმით წლევანდელი წელი საინტერესო იყო.
“წელს ჩვენ გვქოდა ძალიან კარგი საპრემიერო სპექტაკლი. ეს იყო ჯუზეე ვერდის “ტრავიატა”. სულ თავიდან დაიდგა. რაიმე რეკონსტრუქცია არ ყოფილა. დადგმა მაია გაჩეჩილაძემ. ის აგრეთვე “აბესალომ და ეთერის” მთავარი რეჟისორია. გვქონდა რამდენიმე კონცერტი ასევე . საქმვემოქმედო. გვყავდა სტურები ჩვენი თანაქალაქელები, რომლებიც ასევე საზღვარგარეთ მოღვაწეობენ და ჩვენი მეგობრები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა თეატრებში არიან სოლისტები: ნიკოლოზ ლაგვილავა, აკაკი იოსელიანი და ა.შ. ჩვენი სოლისტი ბადრი ადამია იყო ოზიმოს აკადემიაში წასული, დაბრუნდა და კონცერტი გამართა. ძალიან საინტერესო სეზონი გვქონდა”,- ამბობს რევაზ ჯავახიშვილი.
ქუთაისის ოპერის თეატრმა 48-ე თეატრალური სეზონი 21 ივლისს დახურა.