ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული

თეატრის დასი საბერძნეთის ქალაქ ათენში გასტროლებზე იმყოფებოდა. მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა ქართული დიასპორისთვის სპექტაკლი “ღია შუშაბანდი” ითამაშეს. გასტროლებიდან დაბრუნებული თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი და მსახიობები ქუთაისის მერს შოთა მურღულიას შეხვდნენ პროექტის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს.
“მსგავსი ღონისძიებების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ჩვენის მხრიდან. ერთი, თეატრის უკეთ ფუნქციონირებისთვის და მეორე იმ ადამიანებისთვის, რომელებიც წლებია საზღვარს გარეთ არიან და ქვეყანაში დიდი ხანია არ ყოფილან,” – აღნიშნა შოთა მურღულიამ.

“ეს იყო ჩვენი პირველი გასვლა საზღვარგარეთ. ჩაიტანო სპექტაკლი და აჩვენო შენს თანამემამულეებს, ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. გამომდინარე იმ რეაქციიდან, რაც დაგვხვდა ათენში, ძალიან პრესტიჟულ თეატრში, სადაც თავის დროზე ბატონ რობერტს აქვს სპექტაკლი იქ დადგმული დიდ ემოციებთანაა დაკაშვირებული, ძალიან კარგი საქმე გაკეთდა”, – აღნიშნა რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ.

მესხიშვილის თეატრი გასტროლებზე პირველად იმყოფებოდა. მსგავს კულტურულ გასვლებს თეატრი ისევ გეგმავს ისეთ ქვეყნებში, სადაც ქართველების ემიგრაციაა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *