“თეატრალური იმერეთი 2017” დასრულდა
და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინეს. ერთ-ერთი ნომინაცია საუკეთესო რეჟისორი იყო, რომლის გამარჯვებულიც ვანის სახალხო თეატრში დადგმული სპექტაკლისთვის “უცნობი ქალის წერილი” აბელ სოსელია გახდა.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მაკა ვასაძე, ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გაზეთ “რეზონანსის” კულტურის რედაქტორი ლელა ოჩიაური, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე. ფესტივალი იმერეთის რეგიონის როგორც პროფესიულ, ასევე სახალხო თეატრებს აერთიანებს. მასში 14-მა სახელმწიფო პროფესიულმა და სახალხო თეატრმა მიიღო მონაწილეობა.