ქუთაისში შოთა რუსთაველის ძეგლს დადგამენ.
ძეგლისთვის ესკიზს 9 განაცხადიდან შეარჩევენ. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის თქმით, ესკიზების მიღება დასრულდა.
“შემოტანილია 9 განცხადება, კომისიის წევრები დავჯდებით და გადავხედავთ შემოსულ განცხადებებს და შევარჩევთ საუკეთესო ნამუშევარს”, – ამბობს ბაქარ ჭეიშვილი.
მისივე თქმით, შოთა რუსთაველის ძეგლი დიდი ალბათობით კიკვიძის ძეგლის ადგილას განთავსდება.
ქუთაისის მერიის დროებითმა საკონკურსო კომისიამ ესკიზის შესარჩევად კონკურსი პირველად 31 იანვარს გამოაცხადა, თუმცა მაშინ საკონკურსო 6-ვე ესკიზი კომისიამ დაიწუნა და კონკურსის ვადები გაახანგრძლივა.