“თეატრალურ იმერეთზე” ქალისა და მამაკაცის საუკეთესო
როლების შემსრულებელები გამოავლინეს. ფესტივალზე ჟიურიმ ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად ბაღდათის სახალხო თეატრის მსახიობი ეთერ ბერიძე დააჯილდოვეს, სპექტაკლით “შთამომავლობა” – რეჟისორი: მელიტონ ჯაფარიძე
მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი გოჩა ნიკოლაძე გახდა.
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად ბაღდათის სახალხო თეატრი მსახიობი ავთანდილ ნაკაშიძე აღიარეს, სპექტაკლით “შთამომავლობა” – რეჟისორი: მელიტონ ჯაფარიძე,
ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის თერჯოლის სახალხო თეატრი მსახიობი თინა მატარიძე დააჯილდოვეს – სპექტაკლით “რეტრო” – რეჟისორი: მამუკა ცერცვაძე,
მამაკაცის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლად სამტრედიის თეატრის მსახიობი ნიკა ფხიკიძე დასახელდა, სპექტაკლით “მე ვხედავ მზეს” – რეჟისორი: ლორიტა ჯორჯიკია.