ბორდოში ქუთაისიდან ერთი წლით
კიდევ ერთი ახალგაზრდა გაემგზავრება. შალვა ჩხეიძე და მაგდა ფურცხვანიძე ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ.
“პროექტი იმდენად საინტერესო და მიმზიდველი იყო, რომ ვიცოდი ბევრი მიიღებდა მონაწილეობას. კონკურენცია დიდი იქნებოდა და ვფიქრობდი, არც თუ ისე დიდი შანსი მექნებოდა გასამარჯვებლად. საბოლოო ჯამში ჩემს მომავალს მთლიანდ ჩემს ქვეყანას ვუკავშირებ. იურიდიულ სფეროში ვხედავ ჩემს თავს. საფრანგეთში მიღებული გამოცდილება ჩემს მომავალ საქმიანობაშიც გამომადგება. ევროპული ღირებულებები მყარად უნდა იყოს თითოეულ ქართველში. მე და ჩემი მეგობარი, ვისთან ერთადაც მივემგზავრები საფრანგეთში შეიძლება ითქვას, ერთგვარ ელჩებადაც მოვიაზრებით და როცა იქედან დავბრუნდებით ვეცდებით ჩვენ მეგობრებში, ახალგაზრდებში კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს ღირებულებები”, – ამბობს შალვა ჩხეიძე.
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიზანია ევროპის მოხალისეობის სერვისის ფარგლებში 2 ქართველი ახალგაზრდის საფრანგეთში ქალაქ ბორდოში1 წლით გაგზავნა. მოხალისეები ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად გეგმავენ და ახორციელებენ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპული ღირებულებების გაძლიერებას, მრავალფეროვნების და მულტიკულტურული ფასეულობების ჩამოყალიბებას ახალგაზრდებში.