ქუთაისში გალერეა “ვარლა” მხატვართა
საგაზაფხულო გამოფენას მასპინძლობს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იმერეთში მოღვაწე 56 მხატვრის 117 ნამუშევარი.
“დღევანდელ გამოფენაზე ყველა დარგის ნამუშევრებია წარმოდგენილი. ძალიან სასიამოვნოა, რომ რეგიონიდან ძალიან აქტიურად არიან მხატვრები ჩართულები გამოფენაში. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოფენა გამოვიდა,”-განაცხადა ქუთაისის, იმერეთის მხატვართა რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვალერი მეძმარიაშვილმა.