ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ცნობილი ქართველი მწერლის  

 

თეიმურაზ ლანჩავას 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

“დღევანდელი დღე არის ჩემთვის, როგორც იუბილარისთვის საინტერესო და სადღესასწაულო არის. ჩემი მეგობრები, ჩემი კოლეგები სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ, რადგან დღევანდელი დღე მომილოცონ და მეც ვეფერები მათ,”-განაცხადა თეიმურაზ ლანჩავამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თეიმურაზ ლანჩავას მეგობრები და კოლეგები.

“შეიძლება ძალიან კარგი პოეტი, პროზაიკოსი და მწერალი იყო, მაგრამ შეიძლება იყო უვარგისი კაცი. არის ისეთი ვარიანტიც, რომ ძალიან კარგი კაცი ხარ და ნიჭიერი არ ხარ, მაგრამ როდესაც შენი ნიჭიერება, შენი გონიერება შეხამებულია შენს ვაჟკაცობასთან და შენს კაცობასთან ასეთი რამ იშვიათად ხდება და დღეს მე აი ასეთ კაცთან ჩამოვედი, რომელთანაც შეხამებულია კაცობა და მისი ნიჭიერება ერთმანეთში,”-აცხადებს მსახიობი გივი სიხარულიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *