საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის
საჯარო ბიბლიოთეკაში “რევოლუციამდელი ქუთაისი საფოსტო ბარათებზე” იოსებ იარღანაშვილის კოლექციის გამოფენა გაიმართა.
იოსებ იარღანაშვილის თქმით ბარათებზე საფოსტო ბარათებზე ზოგ შემთხვევებში ისეთი შენობებია გამოსახუოლი, რომელიც ქუთაისში უკვე აღარ არსებობს.
“ეს არის საფოსტო ბარათები, რომლებზეც რევოლუციამდელი ქუთაისია ასახული და ეს ბარათები გაბნეულია მსოფლიოში, უფრო მეტად ევროპაში, მე ინტერნეტ-აუქციონების საშუალებით ვყიდულობ და საქართველოში ვაბრუნებ, რადგან ეს მათთვის შესაძლოა უმნიშვნელო იყოს და საერთოდაც დაიკარგოს,”- განაცხადა იოსებ იარღანაშვილმა.
საბიბლიოთეკო კვირეული 28 აპრილის გაიხსნა და 6 მაისს დასრულდება.