ქუთაისში ორმაისობისთვის მზადება დაიწყო.
დღესასწაულის გასამართავად რამდენიმე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მათ შორის გამოცხადდა გალა კონცერტისათვის გახმოვანების აპარატურით მომსახურებისათვის ტენდერი. აპარატურის ქირაობისათვის 18 ათასი ლარია განკუთვნილი. სატენდერო წინადადებების მიღება 7 აპრილს იწყება და 12 აპრილს მთავრდება. ორმაისობის კვირეული 2 მაისიდან დაიწყება და 8 მაისამდე გაგრძელდება. წელს ღონისძიების გასამართავად დაახლოებით 70 ათასი ლარი დაიხარჯება.