შოთა რუსთაველის ძეგლის საუკეთესო ესკიზური ნამუშევარი
კომისიამ ჯერ ვერ გამოავლინა. კონკურსი 2017 წლის 1 თებერვალს გამოცხადდა და საკონკურსო განაცხადების მიიღება 2017 წლის 1 მარტს 18 საათამდე იყო. კონკურსის გამარჯვებული სავარაუდოდ 20 მარტამდე უნდა გამოევლინათ. თუმცა ძეგლისთვის ესკიზი ჯერ შერჩეული არ არის. შოთა რუსთაველის ძეგლის განთავსებისათვის საუკეთესო ესკიზური პროექტის შესარჩევი კონკურსის დროებით კომისიის სხდომა 10 მარტს ჩატარდა. განსახილველად სულ 7 საკონკურსო ესკიზი იყო წარდგენილი.
როგორც მერიაში განმარტავენ, ნამუშევრების რაოდენობის სიმცირის გამო დროებითმა კომისიამ ვერ გამოავლინა გამარჯვებული და მიიღეს გადაწყვეტილება კონკურსის ვადების გაზრდასთან დაკავშირებით.
ძეგლიქუთაისიში რუსთაველის გამზირზე უნდა განთავსდეს. საკონკურსო პირობების თანახმად, ძეგლის ადგილი რუსთაველის გამზირზე შეირჩევა კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ. ძეგლის სიმაღლე კი უნდა იყოს არანაკლებ ადამიანის სიმაღლისა. საკონკურსო განაცხადება 27 მარტიდან იწყება და 1 ივნისამდე გაგრძელდება. გამარჯვებულის გამოვლენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 1 ივლისისა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას მერიის თანამშრომლების გარდა.
ესკიზის შესარჩევ დროებით კომისიას ქალაქის მერი შოთა მურღულია ხელმძღვანელებს. მისი მოადგილე კი კონსტანტინე ქავთარაძეა. კომისიის შემადგენლობაში არიან მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გიორგი კიკვაძე, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ვაჟა ჯუღელი, მერის მრჩეველი ოთარ ჩიხლაძე, საკრებულოს დეპუტატები გია ქობალიანი და რობინზონ წინწკალაძე, არქიტექტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ზაზა ჩხიკვაძე.