ქუთაისელი ჟურნალისტების ნახატები, ნაქარგები და ხელთნაკეთი ნივთები,
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, დღეს მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერის თეატრის ფოიეში გამოიფინა. როგორც გამოფენის ორგანიზატორმა, ციცი ჯინჯიხაძემ აღნიშნა, ამ გამოფენით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად ნიჭიერები არიან ქუთაიში მომუშავე ჟურნალისტები. ხვიჩა ვაშაყმაძის, თათა კაჭკაჭიშვილის, მარიკა ვაჭარაძის, ლია გვენეტაძის, ნანული ცხვედიანის, გვანცა თოთაძის, მარინე გამყრელიძის, თეა ჯანგავაძის, თამუნა ჯიქიას და სხვათა ნამუშევრები, ასევე პირველად იხილეს კოლეგებმა. ჟურნალისტებს პროფესიული დღე, რომელიც 1993 წლიდან აღინიშნება, ქუთაისის მერიის, საკრებულოსა და იმერეთის სამხარეო ადმიინისტრაციის წარმომადგენლებმა მიულოცეს.