ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ფატი გოკიელის 115 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. შეხვედრაზე სტუდენტებმა ფატი გოკიელის “მოგონებებიდან “წაიკითხეს სხვადასხვა ნაწყვეტები. შეხვედრას ესწრებოდა ასევე ფატი გოკიელის ოჯახის წევრები.
“წარმომიდგენია რაოდენ მნიშვნელოვანი და დიდი სიხარული იქნებოდა დღევანდელი დღე ბებიაჩემისთვის და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ საღამოს ორგანიზატორებს. ამდენი წლის შემდეგ ასეთი ლამაზი დღე, რომ მიუძღვნეს ბებიას ეს ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, “-განაცხადა ფატი გოკიელის შვილიშვილმა ნათელა ოკუჯავამ.
ფატი გოკიელი სრულყოფილად ფლობდა ფრანგულსა და გერმანულ ენებს, იყო ფართო განათლების ლექტორი და მაღალკვალიფიციური მკვლევარი. მის კალამს ეკუთვნის არა ერთი საყურადღებო შრომა საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიიდან და კრიტიკული წერილები ქართული და რუსული ლიტერატურის საკითხებზე