მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბ “თეთნულდის”
ორგანიზებით, თი ბი სი გალერეაში, ფოტოგამოფენა “სხვა საქართველო” გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილია კლუბის 5 წევრის ირანში მოგზაურობის ამსახველი ფოტოები, რომელთა ავტორები არჩილ გეგენავა, გიორგი ჯანელიძე და გიორგი ენუქიძე არიან.
” ექსპედიაცია, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 2 წლის წინ დაიგეგმა და 5 კაციანი შემადგენლობით ვიყავით. წელს, სპონსრების დახმარებით ამ ექსპედიციაში წასვლა სისრულეში მოვიყვანეთ. გამოფენაზე დაახლოებით 25 ნამუშევარია წარმოდგენილი. თითოეულს 8 ფოტო ეკუთვნის და ერთი საერთო ფოტოა, რომელიც შტატივით გადავიღეთ. ფერეიდანში ყველაზე მაღალი მწვერვალია “შაჰების მთა” და იქაურ მთასვლელთა კლუბის “შაჰანკუჰის” წევრებთან ერთად, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 10-ის ნაცვლად 3 კაციანი ჯგუფით ავედით. იქედან უდაბნოში გადავინაცვლეთ, სპარსული სოფელიც ვნახეთ, სადაც დავრწმუნდით, რომ ქართველებს იქ მართლა პატივს გვცემენ და საბოლოოდ საკმაოდ საინტერესო ფოტო ექსპედიცია გამოგვივიდა.”_ განაცხადა კლუბ “თეთნულდის”წევრმა, ფოტოგრაფმა არჩილ გეგენავამ.
2017 წლის იანვარში, კლუბ “თეთნულდის” 5 კაციანი ჯგუფისგან შემდგარი ექსპედიცია ირანში იმყოფებოდა, სადაც ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს სტუმრობდნენ. ადგილობრივ მთასვლელთა კლუბ “შაჰან კუჰთან” ერთად დალაშქრეს მწვერვალი “შაჰან კუჰი”, მწვერვალი “მთაციხე” და მოინახულეს მარანჯაბის უდაბნო. მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი “თეთნულდი” გეგმავს ირანში, ექსპედიციისას გადაღებული ვიდეო ფილმის, უახლოეს პერიოდში ჩვენებას.