8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.

ქუთაისში დავითობა ყოველ წელს სხვადასხვა ღონისძებებით აღინიშნება.
გთავაზობთ 8 თებერვალს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებების პროგრამას, რომელიც რადიო “ძველ ქალაქს” ქუთაისის მერიამ მოაწოდა.
09:30 სთ დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება.
10:30- საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსნების წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის ჩოხოსანთა დალოცვა და კურთხევა გელათის მონასტერში.
12:00 სთ – საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსნების წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის კონფერენცია “დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა” – გელათის აკადემია.
12:00 სთ – ნინო ლორთქიფანიძის წიგნის “ქართული სამკაული” პრეზენტაცია – ქუთაისის ისტორიულ მუზეუმი.
12:30 ომარ მხეიძის და 5 იუბილარი ჩოხოსნის პატივგება.- გელათის აკადემია
13:00 სთ პედაგოგთა მე-2 სამეცნიერო კონფერანციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება – გელათის აკადემია
13:00 სთ საქველმოქმედო რესპუბლიკური ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ფესტივალი ,,დავითობა”” – მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი.
13:30 სთ – ფართო პროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია ” პროგრესული თაობა” მიერ წიგნის პრეზენტაცია “ბაგრატიონთა სამეფო დინასტია”- გელათის აკადემია
19:00 სთ – საქველმოქმედო საიუბილეო კონცერტი ბესო კალანდაძე და მეგობრები ( უჩა კორძაია, ზურაბ კობეშავიძე, ნუგზარ კვაშალი, ბიძინა მახარაძე, ზურაბ დოიჯაშვილი და სხვა) – მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი. ( ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *