ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში
“სიყვარულის ხეივანი” გაშენდება. პარკის დირექტორი, მწერალ გიზო თავაძის თქმით, პარკის ტერიტორიაზე გამოიყო ადგილი, სადაც ცაცხვის 50-მდე ნერგს დარგავენ. “ეს იდეა, რასაც ჰქვია “სიყვარულის ხეივანი”, შემოგვთავაზა იზა ვეფხვაძემ. არა მარტო ქუთაისში, საქართველოს 4 თუ 5 ქალქში გაკეთდება და რადგან მან ქუთაისი აირჩია და ჩვენი პარკი, ჩვენთან გამოვყავით ტერიტორია და ცაცხვების დაახლოებით 50-მდე ნერგი დაირგვება, ჩვდგამთ სკამებს, გავალამაზებთ. ეს ალბათ მარტის თვეში იქნება. საერთოდაც სიყვარულით უნდა იცხოვროს ყველამ”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის დირექტორმა გიზო თავაძემ.
წელს “სიყვარულის ხეივნის” გარდა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში “მეგობრობის ხეივანიც” გაიხსენება, რომელიც ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობას ეძღვენება.
ქუთაისის მოსწავლე – ახალგაზრდობის პარკში გასულ წელს, 24 აპრილს და16 ივნისს, გაიხსნა რეზო ჭეიშვილისა და ოტია იოსელიანის ხეივანი და დაიდგა ბარელიეფები.