ქუთაისში ხარებასა და წმ. გიორგი სახელობის ეკლესიებს შორის მიმდებარე ტერიტორიიდან

ბოტანიკურ ბაღამდე ხიდი აშენდება. შეაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული ხიდი საფეხმავლო იქნება.
ქუთაისში ამ ხიდის აშენების შესახე ორი წლის წინ საუბრობდა ქუთაისის მერი შოთა მურღულია. 2015 წელს ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მხატვარ ჯავა ჭეიშვლის საიუბილეო საღამოზე მერმა განაცხადა, რომ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა.
“ეს იქნება ბონდის ხიდი, რომელიც წმინდა გიორგის, ან ხარების ეკლესიას ბოტანიკურ ბაღთან დააკავშირებს. პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. ეს იქნება არამარტო ჩვენთვის, არამედ ტურისტული თვალსაზრისითაც გამართლებული ნაბიჯი”, –განაცხადა შოთა მურღულიამ.
ფეხითმოსიარულეთა ხიდის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სატენდერო ღირებულება კი 30 ათას ლარს შეადგენს.
წინადადებების მიღება იწყება 09 თებერვალს და 13 თებერვალს მთავრდება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *