ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში
ხვალ, 1 თებერვალს პრემიერაა. უილიამ გიფსონის “ორნი საქანელაზე” რეჟისორმა ინგა აბულაძე-ასათიანმა დადგა. სპექტაკლში ორი მთავარი გმირია, რომელთაც ახალგაზრდა მსახიობები რეზი ქაროსანიძე და თამთა გაბუნია განასახიერებენ. ერთმოქმედებიანი მელოდრამის მხატვარი თეო კუხიანიძეა.
სპექტაკლი “ორნი საქანელაზე” 1 და 2 თებერვალს, 19 საათზე დაიწყება.