7 იანვარს ქუთაისში

ტრადიციული საშობაო მსვლელობა “ალილო” გაიმართება. მასში მონაწილეობას ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი “ნაი-ნაი” მიიღებს. მსვლელობისას შეგროვებული ნუგბარი გადაეცემათ “დღის ცენტრებს” და წყალწითელას პანსიონის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს. მსვლელობა დაიწყება მერიის შენობიდან 12 საათზე.
