3 იანვარს
14 საათზე, მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში საახალწლო საჩვენებელი წარმოდგენა გაიმართება სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისთვის. საახლწლო წარმოდგენის “საახალწლო ზღაპარი” შემდეგ პატარებს დაურიგდებათ საჩუქრები.
3 და 4 იანვარს 16 საათზე ყინულის მოედნაზე საახალწლო საჩვენებელი წარმოდგენა გაიმართება სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისთვის. საახლწლო წარმოდგენის შემდეგ პატარებს დაურიგდებათ საჩუქრები.
7 იანვარს 12 საათზე გაიმართება საშობაო მსვლელობა “ალილო” ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ “ნაი-ნაის” მონაწილეობით. მსვლელობისას შეგროვებული ნუგბარი გადაეცემათ “დღის ცენტრებს” და წყალწითელას პანსიონის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს. მსვლელობა მერრის შენობიდან დაიწყება.
ასევე 7 იანვარს, 16 საათზე საშობაო კონცერტი გაიმართება წყალწითელას პანსიონის მოხუცთა თავშესაფარის ბენეფიციარებისთვის საქველმოქმედო აქციის “გავუთბოთ ერთმანეთს გულები”-ს ფარგლებში შეგროვებული საჩუქრების გადაცემა მოხდება.
საახალწლო ღონისძიებები 13 იავარს დასრულდება.
13 იანვარს, 18 საათზე “საშობაო ზღაპარი” საბავშვო მიუზიკლი გაიმართება მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში.
18 საათზე საშობაო კონცერტი გაიმართება და შეასრულდება შობის თემაზე შექმნილი მსოფლიო მუსიკის შედევრები მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში.
20 საათზე კი საახალწლო კარნავალი ა გაიმართება ხალგაზრდებისთვის ყოფილი რესტორანი “ლეჩხუმი” ბალახვნის 100 საფეხურიან კიბეებთან.