იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციისა
და ლადო მესხიშვილის პროფესიული დრამატული თეატრის ინიციატივითა და მხარდაჭერით საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
იმერეთის რეგიონში მცხოვრები 200–მდე სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში სპექტაკლს ,,ჭინჭრაქა” დაესწრო. წარმოდგენა სპეციალურად ამ ბავშვებისთვის გაიმართა. ბავშვებთან ერთად სპექტაკლზე იმყოფებოდნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ ბავშვებმა იმერეთის გუბერნატორთან, მოადგილეებთან და მსახიობებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.