2 დეკემბერს საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში
ზვიად ბოლქვაძის კონცერტი გაიმართება. ქუთაისის ბერია ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას ქუთაისი უერთდება. “ზვიად ბოლქვაძე პირველად წარსდგება ქუთაისელი მაყურებლის წინაშე. კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებს უდიდესი არტისტი გიორგი ცაგარელი და სხვა აგრეთვე არაჩვეულებრივი მუსიკოსები. ღონისძიების მხარდამჭრია ქუთაისის მერია”, – აღნიშნა მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა და საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მირანდა კუპრავამ.
ზვიად ბოლქვაძის კონცერტი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. კონცერტი 2 დეკემბერს 19:00 საათზე გაიმართება. შემოსული თანხა ბერი ანდრიას ფონდში გადაირიცხება.