12 ნოემბერს, წყალტუბოში სახალხო ზეიმი

“შემოდგომის წყალტუბო” გაიმართება. ამ დღესთან დაკავშირებით სხვადსახვა სახის გასართობი, სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი, გაიმართება წიგნებისა და ყავავილების გამოფენა, მოეწყობა წყალტუბოში მოღვაწე გამოჩენილი ადამიანების ფოტო გამოფენა, სოფლის ნობათის დაგემოვნება სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში შეეძლება ღონისძებაზე მისულ სტუმრებს., გაიმართება სხვადასხვა ტეატრალური წამოდგენები. “შემოდგომის წყალტუბოს” ფარგლებში აგრეთვე მოხდება საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვება. საღამოს კლასიკური მუსიკის გალა კონცერტი დაასრულებს, ღონისძებაზე მისული სტურების განწყობაზე კი გვიანობამდე DJ მუსიკალური პროგრამა იზრუნებს.

გთავაზობთ ღონისძიების ვრცელ პროგრამას:

1. 10.00 სთ. – სადღესასწაულო წირვა და საჩუქრების კურთხევა – ამბროსი ხელაიას სახელობის ეკლესია

2. 11.00 სთ. – სპორტული ღონისძიებების რეგისტრაცია.

3. 11.30 სთ – ქართული ჭიდაობა

4. 11.40 სთ – მკლავჭიდი

5. 11.50 სთ – მერქნის დამუშავების კონკურსი

6. 12.00 სთ – წყალტუბოს სადროშის დაფუძნება – ოტია იოსელიანის სახლმუზეუმი

7. 13.00 სთ – “შემოდგომის წყალტუბოს” ხეივნის გახსნა

8. 13.15 სთ – ლიტერატურული პერსონაჟების თეატრალიზებული სანახაობა

9. 13.30 სთ – სოფლის ნობათი – ღონისძიებები ფაცხებში

10. 13.30 სთ გამოფენები

• სამხატვრო ნამუშევრების გამოფენა

• ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა

• ყვავილების გამოფენა გაყიდვა

• წიგნების გამოფენა-გაყიდვა

• წყალტუბოში მოღვაწე გამოჩენილი ადამიანების ფოტო გამოფენა

Body art

11. 14.00 სთ – ფოლკლორული კონცერტი

12. 14.20 სთ – ხალხური თამაშები ბერიკებთან ერთად.

13. 14.30 სთ – საშემოდგომო კოსტიუმირებული მსვლელობა.

14. 15.00 სთ – სპორტული აქტივობების დაჯილდოვება.

15. 15.15 სთ – პერფომანსი შემოდგომის ბაღში

16. 15.30 სთ – პანტომიმის თეატრის წარმოდგენა

17. 15.45 სთ – საბავშვო საესტრადო კონცერტი.

18. 16.00 სთ. – საზოგადოებრივი კვების გამოფენა.

19. 17.00 სთ. – გალა კონცერტის გახსნა
• საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვება

• კლასიკური მუსიკის კონცერტი.

DJ -ის მუსიკალური პროგრამა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *