ქუთაისში თოვლის ბაბუების ფლეშმობი გაიმართება.
ფლეშმობის გამართვა 31 დეკემბერს იგეგმება. რადიო “ძველი ქალაქი” ქუთაისის მერიის კულტურის,სპორტის,განათლების, ძეგლთა დაცვისა დაახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მურუსიძეს ესაუბრა. “ჩვენ ვგეგმავთ 31 დეკემბერს ჩავატაროთ თოვლის ბაბუების ფლეშმობი, ეს რათქმაუნდა მასიური სანახაობა იქნება. მასში ქუთაისის სკოლები ჩაერთვებიან. შეზღუდულები არ არინ ბავშვები რაოდენობის მხრივ. დრო რეგლამენტირებული იქნება და სამი წუთის განმავობაში შეეძლება თითოეულ სკოლას წარმოადგინოს თავისი ცეკვა, სიმღერა თუ რაიმე პარატა პერფორმანსი საახალწლო თემატიკასთან დაკავშირებით. ერთადერთი მოთხოვნა რაც ჩვენი მხრიდან იქნება, ესაა რომ სამოსი იყოს თოვლის ბაბუას ფორმა ან თუ მთლიანი ფორმა არ იქნება ქუდი მაინც”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას მაია მურუსიძემ.
ქუთაისში წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად ქალაქის მერია ნელ-ნელა სხვადასხვა სახის აქტივობებს იწყებს.